პროექტის შესახებ

ამ პროექტის შექმნის იდეა შთაგვაგონეს ჩვენმა ტურისტებმა, რომლებიც გამუდმებით გვეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა დასწრებოდნენ პატარა კონცერტს, სადაც ქართულ სიმღერებს გიტარის აკომპანიმენტით მოისმენდნენ. ამგვარად, 2018 წლის აპრილში, გაჩნდა პროექტი "Sounds of Georgia" - ცოცხალი მრავალჟანრული ქართული მუსიკის რეგულარული მინი კონცერტები თბილისის კოლორიტული ადგილების ატმოსფეროში, რომლებიც სპეციალურად ტურისტებისთვის იქმნება. ჩვენმა პროექტმა, არსებობის პირველსავე წელს, საქართველოს ნაციონალური ტურისტული პრემიის ნომინანტობა მოიპოვა (Welcome to Georgia Tourism National Award).
ყველა ქართველს რომ სიმღერა შეუძლია, სულაც არაა სტერეოტიპი, ეს სიმართლეა! საქართველოში ყველა მღერის და ასევე სიმღერას იწყებს ყველა, ვინც აქ ჩამოდის. ჩვენ მხოლოდ ყოველივე ამასთან შეხების შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს სტუმრებს.
კონცერტებზე, პროფესიონალი მუსიკოსების გარდა, მონაწილეობენ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები და ასევე უბრალო თბილისელები, რომლებიც სიამოვნებით მღერიან ჩვენი სტუმრებისთვის.
"Sounds of Georgia"-ს მინი კონცერტები ტარდება კვირაში ოთხჯერ (ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს) 17.00 საათზე და 40 წუთი გრძელდება.
ჩვენი ძირითადი ამოცანა ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციაა. როცა თვალნათლივ ვხედავთ, რა სიამოვნებას იღებენ ჩვენი სტუმრები, თავად გვავსებს სიხარულით იმის შეგრძნება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარე პროექტი ნამდვილად მუშაობს. კონცერტები ტარდება მიკროფონის გარეშე და ამიტომაც დასასწრები ადგილების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია.

ბილეთების შეძენა მიიღე მონაწილეობა

ჩვენი გუნდი:

ნანა ტაბიძე - პროექტის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი.
მუსიკოსები, კონფერასიე და კოორდინატორები.

ნანა ტაბიძე

ნანა ტაბიძე - ადამიანი, ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი, დიდი ცხოვრებისეული ისტორიით.
ჩვენი ქვეყნისათვის რთულ, 90-იანი წლების პერიოდში, ექიმ-დერმატოლოგმა ნანა ტაბიძემ შეწყვიტა თავისი სამედიცინო პრაქტიკა თბილისში და მოსკოვში გაემგზავრა. სულ რაღაც ერთ წელიწადში იგი სამედიცინო სფეროს მსოფლიო გიგანტის ,, Johnson&Johnson”-ის წარმომადგენელი გახდა რუსეთში, ხოლო 7 წლის შემდეგ ამავე კომპანიის ქვედანაყოფს, ,, LifeScan”-ს ხელმძღვანელობდა. ,,ჯონსონ ენდ ჯონსონში“ თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ ნანას რუსეთის ფედერაციაში ჯერ კომპანია ,,Medtronic B.V“-ს ბაზრის განვითარების მენეჯერის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი - კომპანია ,,Abbott Diabetes Care“-ს გენერალური დირექტორის. მის ანგარიშზე არაერთი ბრწყინვალე მენეჯერული გადაწყვეტილება, სამთავრობო და დარგობრივი ჯილდოები და პროფესიული წარმატებაა.
რამდენიმე წლის წინ ნანამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და ჩვეული ენთუზიაზმით აღმოაჩინა თავისი საქმიანობისთვის ახალი სფერო - ტურიზმი. 2014 წლის იანვარში დაარსდა კომპანია ,,ლინატა“, რომლის ეგიდითაც ტარდება პროექტი ,,Sounds of Georgia“. ნანასთვის ტურიზმი მისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა. იგი კავკასიის უნივერსიტეტის (Caucasus University), თავისუფალი უნივერსიტეტისა (Free University) და სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ასისტენტ-პროფესორია.
,,Sounds of Georgia“-ს გარდა, ნანას ხელშეწყობით ტარდება "კეფალის ფესტივალი" (ზღვისპირა ქალაქ ფოთში) და ვითარდება ახალი პროექტის "ჭადიდას" იდეა (street food „Chadida”) მცხეთაში.

კონცერტების ჩასატარებელი ადგილები

კონცერტების განრიგი

სიახლეები

თბილისური ეზო

აქ ყველაფერი ნამდვილია - ხალხიც, მათი ცხოვრებაც და ჩვენი სიმღერებიც.

ყველა სიახლე

ღვინის სარდაფი

აქ თქვენ გელოდებათ ქართული მუსიკისა და ღვინის დაუვიწყარი შეხამება.

ყველა სიახლე

ვერანდა

ქართული ჰანგების ფონზე დატკბით ძველი თბილისის თავბრუდამხვევი ხედით

ყველა სიახლე

ბაღი

ერეკლე II-ს ქალიშვილის ბაღში ჩვენ დაუვიწყარ ქართულ სიმღერებს გიმღერებთ.

ყველა სიახლე

Sounds of Georgia

თუ გსურთ, თბილისის ყველაზე უჩვეულო ადგილებში მოისმინოთ სულშიჩამწვდომი ქართული მელოდიები ცოცხალი შერულებით,

შეიძინეთ ბილეთები